საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი „ანაკლია 2014“ დღეს დასრულდება. შეხვედრის ორგანიზატორები, ფორუმის შედეგებს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ასეულობით მილიონი ლარის პროექტების განხორციელება იგეგმება.
გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინაციის სამსახურის უფროსის დათო კოდუას თქმით, პროექტების პრეზენტაციის შემდეგ, პოტენციურ პარტნიორებთან B
2B ფორმატში შეხვედრის სურვილი, დაახლოებით, 25-მდე კომპანიამ გამოოთქვა.
„დაინტერესება არის სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის ლითონის გადამუშავების, სიმინდის წარმოების, მდინარის კალაპოტის ნარჩენების გადამუშავების და ა.შ.“, - ამბობს დათო კოდუა.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიაში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი „ანაკლია 2014“ გუშინ გაიხსნა. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ 30-მდე ქვეყნის ბიზნეს ჯგუფების წარმომადგენლები, არსებული და პოტენციური ინვესტორები და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
ფორუმის მიზანი იყო, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სხვადასხვა სწრაფად მზარდ სექტორებში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა, ბიზნეს პარტნიორების მოძიება და პოტენციური ინვესტორების უკეთ ინფორმირება. ღონისძიების ფორმატი ასევე ითვალისწინებს მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის რეგიონის ეკონომიკის განვითარების მთავარ საკითხებზე ღია დისკუსიის გამართვას.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციამ და საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ.
მასალის გამოყენების პირობები