აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ "იტარ-ტასი" იუწყება.
"ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის კონსტიტუციის 65-ე მუხლის თანახმად, გადავდექი აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობიდან. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, შეინარჩუნეთ სამოქალაქო მშვიდობა და მოგიწოდებთ ჩაატაროთ საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში", – ნათქვამია ხალხისადმი ანქვაბის მიმართვაში.
გუშინ, დღის პირველ ნახევარში დეფაქტო პრემიერი და ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი ანქვაბის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები