ე.წ. აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სერგეი შამბა აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ალექსანდრე ანქვაბის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.
"ინეტრფაქსთან" საუბრისას შამბამ განაცხადა, რომ ალექსანდრე ანქვაბის გადაწყვეტილებამ რესპუბლიკაში სტაბილური ვითარება შექმნა.
"მე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა, ყოფილ პრეზიდენტს შემიძლია მივცე უსაფრთხოების სრული გარანტიები", – აღნიშნა შამბამ. მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს მასთან არანაირი პრეტენზია არ ექნებათ, მით უმეტეს, რომ ანქვაბმა ვითარების დასტაბილურება შეძლო.
ალექსანდრე ანქვაბმა გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ საღამოს გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები