რუსეთი გააგრძელებს თანამშრომლობას მოძმე აფხაზეთთან ყველა მიმართულებით ალექსანდრე ანქვაბის პრეზიდენტობიდან გადადგომის შემდეგაც , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ დე-ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხებში ვლადისლავ სურკოვმა განაცხადა.
"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბასთან, პარლამენტთან და განახლებულ მთავრობასთან. რუსეთი ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს მოძმე აფხაზ ხალხს", - განაცხადა ვლადისლავ სურკოვმა.
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გუშინ გადადმა.
მასალის გამოყენების პირობები