შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი დათა ახალაია თავისუფალია. ინფორმაცია „ქრონიკას“ კუდ-ის ყოფილი უფროსის ბერძენმა ადვოკატმა ალექსანდროს პაპასტეროპოლუსმა დაუდასტურა. ექსმაღალჩინოსნის ოჯახმა 100 000 ევრო გადაიხადა და გირაოს თანხის გადახდის შემდეგ ახალაიამ საპატიმრო დატოვა. „უკვე თავისუფალია. დათა ახალაია ციხიდან გამოვიდა, მე არ მაქვს ინფორმაცია ამ დროისათვის სად არის და რას აკეთებს. ის თავისუფალია და მას პირადი ცხოვრება აქვს. ვიცი მხოლოდ ის, რომ საპატიმრო დატოვა“,-აცხადებს პაპასტეროპოლუსი.
ცნობისთვის, საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას გათავისუფლების გადაწყვეტილება გირაოს გადახდის სანაცვლოდ მიიღო, ექსტრადირების საკითხის განხილვა კი, ორი თვით გადადო.
მასალის გამოყენების პირობები