საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა უარყოფს ინფორმაციას “კაზანტიპის” სახელით ცნობილი ფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ. მისი თქმით, “კაზანტიპის” ფესტივალი არ არსებობს.
“კაზანტიპი ფესტივალი არ არის, დავიღალე ამის გამეორებით, რომ არ არის ეს ფესტივალი, ძალიან შეცდომით ხმარობენ. კაზანტიპი არის კონცხი ყირიმის ნახევარკუნძულზე, გეოგრაფიული ადგილი.”
ელექტრონული მუსიკის ფესტივალ “კაზანტიპის” ვებ-გვერდზე რამდენიმე კვირაა დევს ინფორმაცია, რომ ფესტივალი ტარდება ანაკლიაში 20-30 აგვისტოს.
სიგუა ამბობს, რომ 20 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით ანაკლიაში ჩატარდება პროექტი - “გამარჯობა”.
კითხვაზე, არის თუ არა “გამარჯობა” პროექტ “კაზანტიპის” ანალოგი, სიგუა პასუხობს, რომ ვერ იქნება, ვინაიდან კაზანტიპის ფესტივალი არ არსებობს.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "კაზანტიპი" (kaZantip) უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე 1992 წლიდან ყოველწლიურად იმართება.
მასალის გამოყენების პირობები