ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ გალისა და ტყვარჩელის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები გაათავისუფლა.
სააგენტო "აპსნიპრესის" ინფორმაციით, ტყვარჩელის რაიონის ადმინისტრაციის უფროს თემურ გოგუას დროებით მოვალეობის შემსრულებელად მისივე მოადგილე ზურაბ არგუნი შეცვლის. რაც შეეხეხება გალის რაიონის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ბესლან არშბას, რომელიც ასევე გათავისუფლდა, მის მოვალეობას ვახტანგ მაანი შეასრულებს.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტს ასევე წარუდგინა ინიციატივა დე ფაქტო გენერალური პროკურორის საფარბეი მიკანბას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ზემოაღნიშნული თანამდებობის პირების გათავისუფლება იყო ეთნიკურად ქართველ მოქალაქეებზე "აფხაზური პასპორტების" უკანონოდ გაცემის მოტივით.
მასალის გამოყენების პირობები