აფხაზეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში დგას, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ბგანბას თქმით, 2009 წელს აფხაზეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას, რომელშიც, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებაა ასახული და ახალი შეთანხმებების აზრს ვერ ხედავს.
"თუმცა სხვა საქმეა, რომ რეალობა იცვლება და ახლა უკვე დგას საკითხი აფხაზეთის ევრაზიულ კავშირში, საბაჟო კავშირში მონაწილეობის შესახებ, რაც ჩვენს ძირითად შეთანხმებაში ასახული არ არის", - განაცხადა ვალერი ბგანბამ.
მასალის გამოყენების პირობები