„კანიონინგი“, სხვადასხვა ტექნიკას მოიცავს, როგორიცაა ფეხით სიარული, ჩანჩქერებზე თოკით დაშვება, ცოცვა, ცურვა და გადმოხტომა.
„კანიონინგი“ საკმაოდ პოპულარული აქტივობაა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და მისდამი ინტერესი მსოფლიო მასშტაბით თანდათანობით იზრდება.
ამ კუთხით საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია, რომელიც საჭიროებს შესწავლას და განვითარებას. ამ მიზნით ტურიზმის ადმინისტრაციამ საქართველოში იტალიელი სპეციალისტები მოიწვია. 5 კაციანი ჯგუფი თბილისში გამთენიისას ჩამოვიდა. იტალიელი სპეციალისტები, დღესვე სამეგრელოში გაემგზავრებიან. ექსპედიციის წევრები შეისწავლიან მდ. ხობისწყალს და მის შენაკადებს. სოფელ მუხურიდან მდ. ხობისწყალის სათავემდე. აღნიშნული არეალი შერჩეულ იქნა წყალუხვი ჩანჩქერების, ტბების, კანიონებისა და ბუნების ძეგლების განსაკუთრებული სიუხვით, რაც ამ ტურისტული პროდუქტის განვითარებისთვის კარგ წინაპირობას ქმნის.
მასალის გამოყენების პირობები