დღეს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ზუგდიდის მერობის კანდიდატები დევნილებს შეხვდნენ და მათ საარჩევნო პროგრამები გააცნეს. შეხვედრა, რომლის ძირითადი მიზანი იყო დევნილების პოლიტიკური უნარ-ჩვევების ამაღლება და მათი ინფორმირებულობა , დევნილთა ქსელის "სინერგია" და ორგანიზაციის „სამეგრელო - მედეა“ინიციატივით გაიმართა.
დევნილებმა მერობის კანდიდატებს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს, რომელებიც, ძირითადად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და განსახლების პროცესს ეხებოდა.
შეხვედრა პროექტის „ დევნილთა გაძლიერება თანამშრომლობითა და ინფორმირებულობის გზით“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ბრიტანეთის საელჩო აფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები