დე-ფაქტო აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩვენო კომისიამ 24 აგვისტოს დანიშნული არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. 3 ივნისს ცესკოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული ძირითადი ღონისძიებების კალენდარული გეგმა დამტკიცდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. ცესკოს ხელმძღვანელმა ბატალ ტაბაღუამ განუცხადა. მისი თქმით, არჩევნებისთვის საინიციატივო ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია, 25 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ამავე პერიოდში მოხდება კანდიდატების წარდგენაც.
მასალის გამოყენების პირობები