დღეს, ზუგდიდში „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ გამგებლობის კანდიდატმა ოთარ ჭითანავამ საარჩევნო გარემოსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ოთარ ჭითანავას განცხადებით, აუცილებელია სამართლადამცავების მხრიდან მოხდეს მყისიერი რეაგირება მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, რათა საარჩევნო სუბიექტებს საარჩევნო კაპმანიაში მშვიდად მონაწილეობის უფლება მიეცეს.
მხარდამჭერების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლებს და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხმაურება „არასაპარლამენტო ოპოზიციის „ შტაბის ხელმძღვანელი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბეჟან გუნავა.
მისი განმარტებით, სისტემატიურად მიმდინარეობს სხვადახვა საარჩევნო სუბიექტების მხრიდან მათი ბანერების ჩამოხევა, თუმცა, კონკრეტულად, რომელ საარჩევნო სუბიექტზეა საუბარი გუნავა არ კონკრეტდებს.
„არასაპარლამენტო ოპოზოციის“ შტაბში სწორედ იმ ავტომანქანების სახელმწიფო ნომრებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელზეც გუშინ, 2 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს “ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში, სახელისუფლო პარტიის მხარდამჭერების მხრიდან, ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს. ზუგდიდის მერობის კანდიდატის თეიმურაზ ბასილაიას თქმით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები ღამის საათებში ავტომანქანებით გადაადგილდებიან და ანადგურებენ მათ საარჩვევნო პლაკატებს.
მასალის გამოყენების პირობები