რუბრიკები
თეიმურაზ ბასილაია - საარჩევნო ბანერი "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ჩამოხსნეს (ვიდეო)
დღეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა,თეიმურაზ ბასილაიამ ადგილობრივ მედიასთან არათანაბარ საარჩევნო გარემოზე ისაუბრა. მისი განმარტებით, საარჩევნო ბანერი, რომელიც კომპანია " აუთ დორმა" დაამზადა და ქალაქის შემოსასვლელში განათავსა, მხოლოდ 3 დღის განმავლობაში იყო გაკრული.
მერობის კანდიდატის განცხადებით, საარჩევნო ბანერის ჩამოხევა „ქართული ოცნების" აქტივისტების მხრიდან მოხდა.
ზუგდიდის რაიონ სოფელ ჭითაწყარის ტერიტორიაზე განთავსებულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარეკლამო პლაკატის ჩამოხევის ფაქტს ადგილობრივებიც ადასტურებენ. მათი განმარტებით, ბანერი საღამოს საათებში იქნა ჩამოხეული.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებზე კომენტარს , კოალიცია „ ქართული ოცნების“ შტაბში კომენტარს არ აკეთებენ.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები