ინდირა ვარდანია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებას დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ მოაწერა ხელი.
აღსანიშნავია, რომ ინდირა ვარდანია ხელმძღვანელობდა ორმხრივ კომისიას აფხაზეთის მხრიდან, რომლის ფარგლებშიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სამარხების გახსნა მოხდა და მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის შედეგადაც, ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპული 31 ქართველის ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს.
მასალის გამოყენების პირობები