მედია ცენტრის შეხვედრების ფარგლებში,საარჩევნო სუბიექტებთან, რეგიონის ჟურნალისტებს საარჩევნო პროგრამა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატმა თენგიზ გუნავამ გააცნო. პენსიონრების და მასწავლებლების მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობა, სოციალურად დაუცველი ოჯახების, დევნილების და ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის დახმარების გაზრდა, ინფრასტრუქტურის განვითრება-თენგიზ გუნავას საარჩვენო გეგმის მთავარი პრიორიტეტებია.
მისი თქმით,ზუგდიდის რაიონის სოფლებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად, დასაქმებისა და წყალით მომარაგების პრობლემა გამოიკვეთა."ჭაბურღილების გაკეთება და სოფლების წყლით მომარაგება ადგილობრივი ბიუჯეტით რთული იქნება და ამიტომ სახელმწიფოს მხარდაჭერა ჭირდება“-აღნიშნა გუნავამ. კანდიდატმა ბინზეს შემოთავაზებებზეც გაამხვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რამდენიმე მინი საწარმოს გახსნის შემოთავაზება კერძო პირებისგან არსებობს, რაშიც აუცილებელია სახელმწიფოს ხელშეწყობაც. გუნავამ ისაუბრა სამეგრელოში ტურიზმის განვითარებაზეც, დადიანების მუზეუმზე და ჭკადუაშის რეზიდენციაზე, რომლის განვითარებას კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით გეგმავს. გუნავა,ნაციონალების მმართველობის პერიოდში დაწყებულ და ამჟამად გაჩერებულ პროექტებსაც შეეხო და ანაკლიასა და განმუხურზე ისაუბრა,სადაც მისი თქმით, მხოლოდ ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს და თან ნელ ტემპებში, ხოლო სასტუმროების მშენებლობა გაჩერებულია.
თენგიზ გუნავამ კიდევ ერთხელ ისაუბრა მათი საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის და კომისიის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე და განაცხდა, რომ ამ დრომდე არც ერთი შემთხვევის გამოძიება არ დაწყებულა.
მასალის გამოყენების პირობები