ალექსანდრე ანქვაბი და ლეონიდ ლაკერბაია არჩევნებზე არ წავლენ, რადგან მათ "სახალხო ყრილობის" დროს, თავიანთი მოღვაწეობისა და პოზიციის სრული კომპრომეტაცია მოახდინეს, თვლის "ნუჟნაია გაზეტას" მთავარი რედაქტორი, იზიდა ჭანია.თუმცა, მან აღნიშნა, რომ ანქვაბი მხარს დაუჭერს, (მათ შორის ფინანსურადაც), ერთ-ერთ კანდიდატს.
ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ერთიანი კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით, იზიდა ჭანიას თქმით, ამჟამად კონსულტაციები მიმიდინარეობს, თუმცა, ასეთ შანსს ჟურნალისტი სკეპტიკურად უყურებს. იზიდა ჭანია თვლის, რომ ერთადერთი, რაც ოპოზიციონერებს აერთიანებდა – ალექსანდრე ანქვაბთან ბრძოლა იყო - "სავარაუდოდ, მომავალში, ისინი დაიშლებიან ", - განუცხადა მან " კავკაზსკი უზელის" კორეპსონდენტს.
იგივე აზრს იზიარებს გაზეთ "ჩეგემსკაია პრავდას" რედაქტორი, ინალ ხაშიგი, თუმცა, ის აქვე აღნიშნავს, რომ ექს-პრეზიდენტის მომხრეებს ძალიან გაუჭირდებათ თავისი კანდიდატის პოვნა და წარდგენა, რადგან ალექსანდრე ანქვაბის მართვის ავტორიტარულმა სტილმა, ჟურნალისტის თქმით, მის მომხრეებს ყოველგვარი შანსი დაუკარგა.
ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ერთიანი კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით, ინალ ხაშიმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის ოპოზიცია საკმაოდ მრავალფეროვანია და რამდენიმე ამბიციური ლიდერით გამოირჩევა, ამიტომ, საეჭვოა, რომ ერთიანი კანდიდატის წარდგენა გახდეს შესაძლებელი.
" სავარაუდოდ, საკუთარ კანდიდატურას "აფხაზეთის ერთიანობის სახალხო ფორუმის " ლიდერი - ხაჯინბა წარადგენს, შესაძლოა ," არუაა"-ს ვეტერანებისგან , საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი- სერგეი შამბა, საპრეზიდენტო ამბიციები შესაძლოა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ლეონიდ ძიაპშბას გაუჩნდეს, - განაცხადა ჟურნალისტმა.
რაც შეეხება არჩევნების სავარაუდო გამარჯვებულებს,ინალ ხაშიგის შეფასებით, მაქსიმალური შანსები ამჟამად რაულ ხაჯინბას აქვს, თუმცა, შეინარჩუნებს თუ არა ის ამ უპირატესობას,ხაშიგის სიტყვებით -უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები