Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/SAM_0007.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ფეხბურთის ქომაგების საინფორმაციო აქცია- მიტინგი ზუგდიდში (ვიდეო)
დღეს, ზუგდიდში ყოფილი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო აქცია-მიტინგი გაიმართა. შეკრების ორგანიზატორის როლანდ მაქაცარიას განმარტებით,  აქცია საინფორმაციო ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა ყველა იმ კითხვაზე პასუხის გაცემას, რომელიც ზუგდიდის გუნდის წარუმატებლობას უკავშირდება. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ზუგდიდის ფეხბურთის წარუმატებლობა სტადიონის დანგრევიდან დაიწყო, რომელის დემონტაჟი ყოფილი ხელისუფლების დროს მოხდა. ასევე  ითქვა, რომ ახალი სტადიონი უახლოეს მომავალში აშენდება და ის ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება. აქციაზე ასევე, ისმოდა „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერი მოწოდებები და ლოზუნგები. ზუგდიდის ფეხბურთის ქომაგებს, სხვებთან ერთად, სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც რეალურად იზრუნებს სპორტში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. „ვერ გეტყვით რამდენად პოლიტიზირებული იყო ზოგადად დღევანდელი შეხვედრა, მაგრამ მე აქ მოვედი როგორც ქომაგი და ძველი ფეხბურთელი. მე ვარ პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და ბუნებრივია ჩემი მოწოდება იქნება ის, რომ მხარი დაუჭიროთ „ქართულ ოცნებას“, რომელიც ემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად და სხვა პრობლემებთან იზრუნებს სპორტის პრობლემებზე“, - ამბობს მერაბ ქვარაია. შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბი ზუგდიდის „ზუგდიდი“ ეროვნულ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ უმაღლეს ლიგას გამოეთიშა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ უმაღლეს ლიგაში 12 გუნდის ნაცვლად, იქნება 16 საფეხბურთო გუნდი, „ ზუგდიდს“აქვს შანსი იასპარეზოს ეროვნულ ჩემპიონატში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.