რუბრიკები
თენგიზ გუნავა და სერგო რატიანი სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ
ზუგდიდის რაიონის გამგებლობის კანდიდატი, თენგიზ გუნავა აქტიურად განაგრძობს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩევლებთან შეხვედრებს. გამგებლობის კანდიდატი სამ სოფელში, ერგეტა, ურთასა და ნარაზენში იმყოფებოდა, შეხვედრებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი სერგო რატიანი, ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა დამენია, ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გელა თოლორაია და ამავე სოფლების მაჟორიტარობის კანდიდატები ესწრებოდნენ.
სოფელ ერგეტაში შეხვედრას დაახლოებით ასამდე ადამიანი ესწრებოდა, მოსახლეობამ კანდიდატებთან "ნაციონალური მოძრაობის" ცხრა წლიან წარმატებულ პერიოდზე ისაუბრეს და მათ მხარდაჭერას შეპირდნენ. "როცა სამეგრელოში მხარდასაჭერად ჩამოვდივარ აქ ძალიან დიდი ძალა მხვდება თქვენი სახით, ჩვენ თქვენთან ერთად ამჟამად გაცილებით უფრო წარმატებულები ვართ ოპოზიციაში, ვიდრე ისინი პოზიციაში", -განაცხადა სერგო რატიანმა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები