Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/ქუთაისის-მყარი-ნარჩენების-ინტეგრირებული-მართვის-პროექტი392.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/ქუთაისის-მყარი-ნარჩენების-ინტეგრირებული-მართვის-პროექტი392.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/ქუთაისის-მყარი-ნარჩენების-ინტეგრირებული-მართვის-პროექტი392.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/ქუთაისის-მყარი-ნარჩენების-ინტეგრირებული-მართვის-პროექტი392.jpg" not exists.
რუბრიკები
კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი ნაგავსაყრელები მოეწყობა
კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი თანამედროვე ნაგავსაყრელები KFW-ს მხარდაჭერით მოეწყობა. მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და შ.პ.ს. "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკთან (KFW) ხელშეკრულება გააფორმეს. დოკუმენტი კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ინტეგრირებული მართვისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაფინანსებას ითვალისწინებს. გერმანიის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ევა ვიტმა და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ოფისის ინფრასტრუქტურის ჯგუფის ხელმძღვანელმა, არნე გუსმა. დოკუმენტი გაფორმდა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკსა და "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას" შორის მიღწეული შეთანხმების ჩარჩოებში, რომელიც, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტების განხორციელებას გულისხმობს. წინასწარი კვლევის საფუძველზე, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში უნდა აშენდეს ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარიული ნაგავსაყრელები და დაიხუროს მოქმედი, ძველი ნაგავსაყრელები. პირველ ეტაპზე გამოყოფილი 800 ათასი ევროს მოცულობის გრანტით სწორედ პროექტის რეალიზებისათვის აუცილებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაფინანსდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.