სოციალურ ქსელ youtube.com-ში გავრცელებულ ვიდეომასალაში, სათაურით - "თენგიზ ჯგუშია და მისი ზონდერები ზუგდიდში არბევენ მშვიდობიან მომიტინგეებს“, არასაპარლამენტო ოპოზიცია - კუკავა - ჩიხრაძის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თენგიზ ჯგუშია ჩანს. ჯგუშიას წინააღმდეგ მიმართულ ვიდეომასალას შემდეგი განმარტება ახლავს:
„2001 წლის 4 ნოემბერს თენგიზ ჯგუშიამ და მისმა ზონდერებმა ზუგდიდში მშვიდობიანი მიტინგი დაარბიეს. მათ ცოლის თვალწინ ქმარი სასტიკად სცემეს. მიტინგს ზვიადის მომხრეები მართვადნენ. ვითარების დაძაბვის შემდეგ შეიარაღებული თენგიზ ჯგუშია საკუთარი მანქანით გაიქცა. ზონდერები კი ხალხს შეატოვა“,- აღნიშნულია „თენგულა თენგულას“ ავტორობით გავრცელებულ ვიდეომასალაში.
თენგიზ ჯგუშია მის წინააღმდეგ გავრცელებულ ვიდეო მასალას, „ქართული ოცნების“ მერობისა და დეპუტატობის კანდიდატების, ირაკლი გოგოხიას და მერაბ ქვარაის დაკვეთას უწოდებს. მისი განმარტებით, ვიდეომასალაში , სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდებიან მამაკაცს და როგორ კივის ქალი, მისი გუნდის წევრები იყვნენ.
„ქართული ოცნების“ მერობისა და დეპუტატობის კანდიდატები ჯგუშიას ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნული ვიდეომასალის დამკვეთებად მათი დასახელება, უსაფუძვლოა.
ასევე, საინფორმაციო სააგენტო www.smoge - ს რედაქტორი მალხაზ ბასილაია ჯგუშიას ბრალდებას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ "დაკვეთებს" თავად ჯგუშია ასრულებს.
„ეს არის ჯგუშიას მიერ შეთხზული მორიგი სიცრუე. პირიქით, თავად ჯგუშიამ დაასახელოს ის შემკვეთები, რომელთა დაკრულზეც დადის შარა-შარა. თუ ჯგუშია ვერ განმიხილავს მე როგორც ჟურნალისტს, მეც ვერ განვიხილავ მას პოლიტიკოსად. ის უბრალო შეკვეთების შემსრულებელია და პირნათლად ასრულებს დავალებებს“, -ამბობს მალხაზ ბაისლია.
მასალის გამოყენების პირობები