გაიყიდა ჯონე ლენონის უცნაური ნახატები , ლექსები და იუმორისტულ წიგნში შესული მოთხრობები , რომლებიც 1960- იან წლებში შეიქმნა, აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა, წერს უცხოური მედია. ხელნაწერი «The Singularge Experience of Miss Anne Duffield» , 4 ივნისს Sotheby's სავაჭრო სახლის მიერ გამართულ აუქციონზე ტოპ-ლოტად იქცა. ეს არის პაროდია შერლოკ ჰოლმსზე დაწერილი მოთხრობებზე, რომელიც 50-70 ათას დოლრად შეფასდა, თუცა საბოლოოდ 209 ათას დოლარად გაიყიდა. Sotheby's-ზე წარმოდგენილ 89 ლოტს შორის , 83 - საწყისზე უფრო მაღალ ფასად გაიყიდა. ნახატი, რომელიც მოგვინაებით The Beatles -ის ალბომის «Free As A Bird»-ის ყდაზე მოხვდა , 27,5 ათას დოლრად გაიყიდა. ლენონის ლექსი «The Fat Budgie»-143 ათას დოლარად (საწყისი ფასი 35 ათასს შეადგენდა). ხელნაწერი, სახელწოდებით «I Sat Belonely», რომელიც 35 ათას დოლარად შეფასდა -1 37 ათასად გაიყიდა, ხოლო «Neville Club» -ის ნაბეჭდი, ჩასწორებული ტექსტი - 10 ათას დოლარად. აუქციონზე გამოტანილი კოლექცია ლენონის ბრიტანელ გამომცემელს, ტომ მაშლერს ეკუთვნოდა, რომელიც მუსიკოსის ორ წიგნზე მუშაობდა. მაშლერმა ლენონს « არჩვეულებრივი ნიჭისა და წარმოსახვის» მქონე ადამიანი უწოდა. მისი თქმით, ლენონის ხელოვნება თავის დროზე ჯეროვნად ვერ შეაფასეს , ამიტომ ეს აუქციონი „ წონოსწორობის აღდგენის „ საშუალება იქნება.
მასალის გამოყენების პირობები