Amazon-მა 18 ივნისს შესაძლოა ოფიციალურად წარმოადგინოს3D-სმარტფონი, რომელზეც უკვე რამდენიმე თვეა ლაპარაკობენ.
„გსურთ მოსაწვევი ჩევნი ახალი მოწყობილობის პრეზენტაციისთვის?“- წერია Amazon-ის საიტზე და იქ მისვლას ნებისმიერ მსურველს სთავაზობენ. პრეზენტაცია 18 ივნისს სიეტლში უნდა გაიმართოს და მას კომპანიის გენერალური დირექტორი ჯეფ ბეზოსი ჩაატარებს. ანონსის ბანერზე შავი ფერის მობილური მოწყობილობის მხოლოდ კუთხე ჩანს და მას Amazon-ს ლოგოტიპი აქვს დატანებული.
არაოფიციალური ინფორმაციით, Amazon-ი წარმოადგენს 3D-სმარტფონს, რომელიც 3D-გამოსახულებას სპეციალური სათვალეების გარეშე აჩვენებს. სამგანზომილებიანი გამოსახულების ფორმირებისთვის კი მოწყობილობა 4 კამერას გამოიყენებს და არა 2-ს, როგორც HTC Evo 3D-ის შემთხვევაში.
მასალის გამოყენების პირობები