დღეს, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა დამენია შეხვდნენ.
თენგიზ გუნავამ ქარდავას ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ მას პაატა ქარდავას საქმესთან კავშირი არ აქვს და ხელიუფლება მათ წინასაარჩევნოდ იყენებს.
აქციის მონაწილეებმა აქცია დილით საოლქო პროკურატურასთან გამართეს. ისინი ოლქის პროკურორის გიზო უბილავასგან საქმის ბოლომდე გამოძიებას და დამნაშავეების დაჯას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ქარდავას მკვლელობაში ბრალდებულ რომან შამათავასთან ერთად, 2008 წელს სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები