სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობასთან შეკრებილ, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას ოჯახის წევრებს მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია შეუერთდა.
ჯგუშიამ პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეზე საკუთარი პოზიცია გუბერნიის შენობასთან დადგმული ტრიბუნიდან დააფიქსირა.
„სირცხვილი იმ ზუგდიდს, რომელიც პაატა ქარადავას მკვლელობის, მინიმუმ, თანამზრახველს, თენგიზ გუნავას მხარს დაუჭერს და ხმას მისცემს,“-აღნიშნა ჯგუშიამ.
მისი განმარტებით, პაატა ქარდავას მკვლელობა ვერ მოხდებოდა პოლიციის სამმართველოს იმჟამინდელი უფროსის სამეგრელო-ზემო სვანეთში, თენგიზ გუნავას ხელშეწყობის გარეშე.
"სამეგრელოს ხმის" ლიდერმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მათი მოთხოვნების შესასრულებლად და გუნავას დასასჯელად გვერდში დგომას დაპირდა.
მასალის გამოყენების პირობები