„კანიონინგის“ იტალიელი სპეციალიტების 12 კაციანი დელეგაცია სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში აღნიშნული სპორტის სახეობისთვის შესაბამის ადგილებს შეისწავლიან. დღეს, ექსპედიციის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბრენატორს ლევან შონიას შეხვდნენ და ჩატარებულ სამუშაოებზე ესაუბრნენ. მათ უკვე შეისწავლეს მონაკვეთი სოფელ მუხურიდან მდ. ხობისწყალის სათავემდე. აღნიშნული არეალი შერჩეულ იქნა წყალუხვი ჩანჩქერების, ტბების, კანიონებისა და ბუნების ძეგლების განსაკუთრებული სიუხვის გამო, რაც ამ ტურისტული პროდუქტის განვითარებისთვის კარგ წინაპირობას ქმნის. ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა, „კანიონინგის“ სკოლის ინსტრუქტორმა იტალიაში, ფრანჩესკო ბერტიმ აღნიშნა, რომ სპორტის ამ სახეობის კუთხით საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია.
კვირას, იტალიელები ჩაატარებენ ტრენინგს,რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობიდან გიდებსა და ინსტრუქტირებს მოამზადებენ. შესაბამისი უნარ-ჩვევების დაუფლების შემდეგ, ეს ადამიანები ტურისტებთან მუშაობას შეუდგებიან. გუბერნატორმა ექსპედიციის წევრებს დახმარება აღუთქვა და სამეგრელოში კანიონინგის სასწავლო ცენტრის გახსნა შესთავაზა, სადაც საქართველოს მასშტაბით დაინტერესებული პირები შეძლებენ ამ კუთხით ცოდნის მიღებას და შემდგომში ექსტრემალური ტურიზმის ამ სახეობის განვითარებას. „კანიონინგი“, სხვადასხვა ტექნიკას მოიცავს, როგორიცაა ფეხით სიარული, ჩანჩქერებზე თოკით დაშვება, ცოცვა, ცურვა და გადმოხტომა. „კანიონინგი“ საკმაოდ პოპულარული აქტივობაა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და მისდამი ინტერესი მსოფლიო მასშტაბით თანდათანობით იზრდება.
მასალის გამოყენების პირობები