დავეხმაროთ სასწრაფოს და ვუყიდოთ ავტომობილები!“ ამ ლოზუნგით 5 ივნისს, ზუგდიდში „სამეგრელო ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ, სამედიცინო სამსახურის არასათანადო მუშაობა გააპროტესტა.
თენგიზ ჯგუშიამ საპროტესტო აქცია თანამოაზრეებთან ერთად ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სამსახურის შენობასთან გამართა.
მისი განმარტებით, სასწრაფო დახმარება ყველა გამოძახებაზე დაახლოებით საათნახევრის დაგვიანებით მოდის.
თენგიზ ჯგუშიას თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს რესურსი და ვალდებულია,სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ახალი ავტომობილები შეუძინოს. თუმცა, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დღემდე ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.
მასალის გამოყენების პირობები