Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10441922_1494404464108403_6854963245652964904_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10441922_1494404464108403_6854963245652964904_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10441922_1494404464108403_6854963245652964904_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10441922_1494404464108403_6854963245652964904_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
თენგიზ გუნავა საერთაშორისო ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართავს
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში არასამთავრობო უფლებადამცველ ორგანიზაციებს საერთაშორისო თანამეგობრობას ღია წერილი მაქვს პატივი მოგმართოთ, როგორც ჩემი ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლმა რიგითმა ქართველმა, რომელსაც სხვა მიზანი, გარდა ჩემი ქვეყნის უანგარო სამსახურისა არ მქონია, არ მაქვს და ამას ჩემი განვლილი ცხოვრება ადასტურებს. ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი ჩემი ქვეყნის ერთიანობის აღდგენა და მისი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა, როგორც ერთადერთი გზა რუსული აგრესიის პირობებში საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნების. ამისთვის, ვიბრძოდი, ვიბრძვი და ვიბრძოლებ. მე არასოდეს ვყოფილვარ პოლიტიკოსი, თუმცა ჩემს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა და პრორუსული, ოკუპანტი ძალების გააქტიურებამ მიმაღებინა გადაწყვეტილება ვმდგარიყავი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით, რის შემდეგაც მე გამოვიარე არაერთი უსამართლო დევნა მათ შორის პატიმრობაც. დღეს, როდესაც მე ვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატი ზუგდიდის რაიონში, სადაც პოლიტიკურად ყველაზე მეტად უჭირს დღევანდელ ხელისუფლებას, ჩემს წინააღმდეგ ითითხნება აბსოლიტურად მიუღებელი, დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებული ბრალდებები, ისეთ საქმეებთან დაკავშირებით, რომელთანაც არაფერი მაქვს საერთო. ამ პროცესებს უშაულოდ ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უშიშროების სამსახური. მასობრივად ხდება, ჩემი მომხრეების, თანაგუნდელების, ყოფილი თანამშრომლების დაბარება -დაშინება. შსს-ს სტრუქტურებში ჩემი მუშაობის პერიოდიდან მე ვფლობ არაერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებას და თავდაცვას და რაც, რატომღაც პანიკურად აშინებს დღევანდელ ხელისუფლებას. მოგმართავთ, როგორც საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს, როგორც დემოკრატიული პრინციპების მთავარ გარანტებს: ჩემს წინააღმდეგ ორი წლის წინ დაწყებული პოლიტიკური დევნა დღესაც გრძელდება და, ჩემი ინფორმაციით აქტიურ ფაზაში შევა 15 ივნისამდე, რაც დემოკრატიის მთავარი პრინციპების, ადამიანის უფლებების, პოლიტიკური შეხედულების უხეში ხელყოფაა და დისკრედიტაციაა.ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დაინტერესდეთ და მაქსიმალურად აიყვანოთ კონტროლზე, ხელისუფლების მხრიდან, ჩემს მიმართ პოლიტიკური დევნის პროცესები, რომელსაც ხელისუფლება ჩემს წინააღმდეგ ახორციელებს. ვალდებულად ვთვლი, გაცნობოთ, რომ საფრთხის ქვეშ ვარ არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახი, თანაგუნდელები და მხარდამჭერები. ნებისმიერი ძალადობა, რომელიც შეიძლება მოხდეს ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე, თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებზე 15 ივნისამდე, და მას შემდეგ, ცალსახად იქნება ინსპირირებული ხელისუფლების და პირადად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ - სრულ პასუხისმგებლობას, მოვლენების შესაძლო ძალადობრივი გზით განვითარებაზე, ვაკისრებ პირადად მას. გთხოვთ, მიიღოთ ზომები, ჩემი, ჩემი ოჯახის წევრების და თანაგუნდელების უსაფრთხოების უზურუნველსაყოფად - თქვენი მხრიდან, ამ თემით დაინტერესება და მუდმივი კონტროლი, სწორედ იმის გარანტად მიმაჩნია, რომ მე, როგორც მთვარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელმა, ჩემს მშობლიურ ქალაქში წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება მშვიდ და თანაბარუფლებიან გარემოში შევძლო. პატივისცემით, თენგიზ გუნავა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.