„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი თეიმურაზ ბასილაია „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისი საარჩევნო ბანერის ჩამოხევაში ადანაშაულებს. „გრძელდება ქართული ოცნების მხრიდან წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ვანდალიზმი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, მე პირდაპირ ვადანაშაულებ "ქართული ოცნების" შტაბს და ჩემს კონკურენტს, რადგან ისინი ვერ აკონტროლებენ თავიანთ შტაბს,“-აღნიშნა თეიმურაზ ბასილაიამ.
ადგილზე საპარტულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, ბასილაიამ მათ ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიება მოსთხოვა.„ნაციონალების“ მერობის კანდიდატის ბრალდებას „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ირაკლი გოგოხიამ უპასუხა, მისი თქმით, ბანერის ჩამოხვეა არაფერში ჭირდებათ, რადგან მათი გამოკვლევებით დიდი უპირატესობით იგებენ არჩევნებს.
მასალის გამოყენების პირობები