იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ზუგდიდში იუსტიციის სახლი გახსნა. გახსნას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წულუკიანის განცხადებით, ზუგდიდის იუსტიციის სახლი არის პირველი იუსტიციის სახლი, რომელიც მისი მინისტრობის დროს გაიხსნა და „ეს ის იუსტიციის სახლია, რომელიც მფლობელისთვის მიწის წართმევის გარეშე აშენდა“.
მინისტრის განმარტებით, ზუგდიდის იუსტიციის სახლი მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გამო, რომ ის რეგიონის მოსახლეობასთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებსაც მოემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები