წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გიგა ბოკერია და გიგი უგულავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ამომრჩევლებს შეხვდნენ.მათ 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
პარტიის ლიდერებს ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი თენგიზ გუნავა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა დამენია ახლდათ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გიგი უგულავამ რუხში შეკრებილ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ შეახსენა "ქართული ოცნების" მიერ გაცემული ცრუ დაპირებები , მან აღნიშნა რომ ერი მოტყუებულია.
უგულავამ ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ ზუგდიდის რაიონში გამგებლობის კანდიდატზე მთავრობა ტერორს ახორციელებს და აქვე დასძინა , რომ ერთი კვირის განმავლობაში ღარიბაშვილისა და ადგილობრივი "სუსი"-ის წარმომადგენლების მიერ თენგიზ გუნავაზე პროვოკაციების განხორციელბა იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები