"ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ვახტანგ ყუფუნიამ კანდიდატურა მოიხსნა. ყუფუნიას განმარტებით, მას კანდიდატურა არც ერთი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ არ მოუხსნია, თუმცა ამბობს, რომ ის „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ირაკლი გოგოხიას გვერდით დგას და მისი სჯერა .
„გადავხედე, გავაანალიზე და მივხვდი, რომ ასე სჯობია. დავუდექი ირაკლი გოგოხიას და მაქვს იმედი, რომ ის გაამართლებს. ამასთან, იყო ფინანსური და სხვა პრობლემებიც“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ვახტანგ ყუფუნიამ.
ცნობისთვის, ედპ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ექიმი ვახტანგ ყუფუნიას კანდიდატურა საზოგადოებას 6 მარტს წარუდგინეს.
მასალის გამოყენების პირობები