რუბრიკები
"სახალხო პარტიის" გამგებლობის კანდიდატის მიმართვა ამომრჩევლებს(ვიდეო)
„სახალხო პარტიის“ ზუგდიდის რაიონის გამგებლობის კანდიდატი ვახუშტი ფარცვანია, საზოგადოებას მათ წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების შესახებ აფრთხილებს. მისი მტკიცებით. „ ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშანტაჟებას და მოტყუებას აქვს ადგილი. „ვაფრთხილებ მოსახლეობას, გონს მოეგონ და თავიანთი ნაჩქარევი ან დაუფიქრებელი გადაწყვეტილებით წერტილი არ დაუსვან თავიანთ მომავალს. ვინც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ოცნებას“ აძლევს ხმას, ისინი გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ საზოგადოებას და ღალატის ტოლფას ქმედებას ჩადიან“-აღნიშნა ფარცვანიამ.
მან, ასევე ბრალი დასდო საზოგადოება „ზუგდიდელის“ წარმომადგენლებს და ისინი ამომრჩევლების მოსყიდვაში დაადანაშაულა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები