„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ზუგდიდის რაიონ სოფელ კოკში საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის ფაქტებზე საუბრობენ. ადგილობრივი მკვიდრი ნონა კვარაცხელია აღნიშნავს, რომ პლაკატებს ღამის საათებში ხევენ, როცა ამას ვერავინ ხედავს. "ნაციონალების" მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ამას „ქართული ოცნების" წარმომადგენელი ადგილობრივი ახალგაზრდები ჩადიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრობის კანდიდატი მაია გაბუნია განმარტავს, რომ მათი პარტიის მხარდამჭერებს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებენ, ჩამოხეულ პლაკატებს კი იმათ ეზოებში ყრიან, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია.
აღნიშნულთან დაკავშირებით რადიო „ათინათი“ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბს დაუკავშირდა, სადაც განაცხდეს, რომ ამ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები