“სახალხო პარტიის” ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ვახუშტი ფარცვანია ქალაქის ინტელიგენციის ნაწილს მმართველი პარტიის მხარდაჭერაში ადანაშაულებს და აქვე მოუწოდებს თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც ფარცვანია ამბობს, მათ ზუგდიდის მოღალატეებად გამოაცხადებს.
"ამ ინტელიგენციის ნაწილმა, საზოგადოება „ზუგდიდელის“ წარმომადგენლებმა ხელი აიღონ საზოგადოების შეურაცხყოფაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უახლოეს დღეებში ეს ხალხი, პერსონალურად გამოცხადდებიან სამეგრელოს მოღალატეებად“, -თქვა ვახუშტი ფარცვანიამ დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისი გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
საზოგადოება „ზუგდიდელის“ წარმომადგენლები, ფარცვანიას განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები