Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/DSC05951.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
თენგიზ ჯგუშია მისი ფიზიკური განადგურების საფრთხეზე საუბრობს(ვიდეო)
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა და “არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა თენგიზ ჯგუშიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას  „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის აქტივისტები და მხარდამჭერები ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან. ამასთან, ჯგუშია ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ხელმძღვალეობს. თენგიზ ჯგუშიამ ბრიფინგზე  ჟურნალისტებს სატელეფონო ჩანაწერი წარუდგინა, სადაც მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტივისტი ვინმე სოფო წითლიძე ემუქრება. ჩანაწერში ისმის ქალის ხმა, რომელიც ჯგუშიას ყელის გამოფატვრით ემუქრება. როგორც „სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელები განმარტავენ, ზემოაღნიშნული პიროვნება რამდენიმე თვის წინ მათთან თანამშრომლობდა, თუმცა, მოგვიანებით ის მმართველი პარტიის აქტივისტი გახდა. „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი და მისი გუნდის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროს გრიგოლ ბესელიასგან საქმის აღძვრას მოითხოვენ. „ბატონო გრიგოლ, სასწრაფოდ აღძარით სისხლის სამართლის საქმე, თორემ პირდაპირ თქვენ, როგორც ირაკლი გოგოხიას ნათლიის შვილს და გოგოხიას მთავარ ლობისტ შონიასთან ერთად , დაგადანაშაულოებთ ამ სქემის ორგანიზატორობაში“, -ამბობს თენგიზ ჯგუშია. სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ჯგუშიას ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებს. „ქართული ოცნების“ აქტივისტი სოფო წითლიძე თენგიზ ჯგუშიასთან დარეკვისა და მუქარის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ჯგუშია არის ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ადამიანი, რომელიც ყურადღების მიქცევას ამგვარი განცხადებებით ცდილობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.