რუბრიკები
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები მოსახლეობას ხვდებიან
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის შტაბის წარმომადგენლები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აგრძელებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს.
ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი, ლაშა დამენია და ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, გელა თოლორაია სოფელ კოლხიდისა და ოდიშის(კალინინის უბანი) ამომრჩევლებს შეხვდნენ. ლაშა დამენიამ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ" ნაციონალური მოძრაობის "გამარჯვების შემთხვევაში ზუგდიდის რაიონში მცხოვრები ყველა პენსიონერი, სკოლის მასწავლებლები და საამღზრდელო დაწესებულებების პედაგოგები უფასოდ იმგზავრებენ, "ამავდროულად სოციალურად დაუცველები და დევნილი მოსახლეობა შეძლებს გაორმაგებული ერთჯერადი დახმარების მიღებას, 100 ლარის ნაცვლად 200 ლარს. ამის გარდა, ვგეგმავთ ყველა სოფელში ქართული ხალხური ცეკვებისა და სიმღერის უფასო წრეების გახსნას".
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები