Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/x4.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/x4.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/x4.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/x4.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
თენგიზ შერგელაშვილი - ახალ მუნიციპალიტეტებში სამუშაო პროცესი არც ერთი დღით არ შეფერხდება
არჩევნების ჩატარების შემდეგ, ახალ მუნიციპალიტეტებში სამუშაო პროცესი არც ერთი დღით არ შეფერხდება , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თენგიზ შერგელაშვილმა სამინისტროს მიერ ახალ თვითმმართველ ქალაქებში გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარადგინა. შერგელაშვილმა დაყოფის შედეგად, ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესის შესახებ ისაუბრა, რომელიც სამინისტრომ შეიმუშავა და საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 30 მაისს უკვე დაამტკიცა. საქმე ეხება მცხეთის, გორის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ამბროლაურის, ახალციხის და თელავის მუნიციპალიტეტებს. "რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გასაუქმებელი მუნიციპალიტეტების საკრებულოებს მეთოდურ დახმარებას უწევს მათი უფლებამონაცვლე მუნიციპალიტეტებისთვის აუცილებელი ნორმატიული ბაზის მომზადებასა და თვითმმრთველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ქონების გამიჯვნაში. კერძოდ, ამ მიზნით გასაუქმებელ მუნიციპალიტეტებში განხორციელდა ქონების ინვენტარიზაცია და საკრებულოების დროებითმა სამუშაო ჯგუფებმა ქონების გამიჯვნის განკარგულებათა პროექტების მოსამზადებლად შესაბამისი სამუშაოები ჩაატარეს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიული პრინციპით თანაბრად გაიყო მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ინვენტარი და სხვა მოძრავი ქონება კოდექსით დადგენილი მოხელეთა ზღვრული საშტატო რიცხოვნების შესაბამისი პროპორციით. ასევე, მომავალ თვითმმართველ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებს შორის გადანაწილდა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, სადაც მუნიციპალიტეტები 100%-იან წილებს ფლობენ", - განაცხადა შერგელაშვილმა. მისივე თქმით, ქონების დაყოფაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ამჟამად არსებული მუნიციპალიტეტების საკრებულოები იღებენ, სამინისტრო მათ მეთოდურ დახმარებებს უწევს ტრენინგებისა და კონსულტაციების სახით. გარდა ამისა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, შეიმუშავა და საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა "ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შედგენის, საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების 2014 წლის ბოლომდე პერიოდისთვის გადანაწილების დროებითი წესი", რომლის საფუძველზეც ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების პროექტების მომზადებაში სამინისტრო მუნიციპალიტეტებს კონსულტაციურ დახმარებას უწევს. ამავე წესის შესაბამისად, სამინისტრო მეთოდურ დახმარებას უწევს გასაუქმებელ მუნიციპალიტეტებს მათი ლიკვიდაციის პროცესში არსებული დოკუმენტაციის დაარქივებისა და იმ მოქმედი დოკუმენტაციის დაყოფაში, რომელიც ახლად შექმნილი მუნიციპალიტეტების სამსახურების ფუნქციონირებისთვის იქნება აუცილებელი, რათა არ მოხდეს სამუშაო პროცესის შეფერხება ადგილობრივ თვითმმართველობებში და მოსახლეობა მათ მიერ გაწეული მომსახურების გარეშე არ აღმოჩნდეს, თუნდაც ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახლად შექმნილ მუნიციპალიტეტებს დახმარებას გაუწევს საკრებულოსა და გამგეობის დებულებების, აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხების პროექტების მომზადებაში, რომელთა თაობაზე მსჯელობა ახლად არჩეული საკრებულოების პირველივე სხდომებზე იქნება საჭირო. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ "ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა უწყვეტი სწავლების კონცეფციის 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმაზეც" ისაუბრა, რომელშიც მოცემულია ადგილობრივი თვითმმართველობის ადამიანური რესურსების განვითარების ეფექტური და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბების ხედვა. ეს სისტემა დაფინანსდება დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული სახსრებითა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან, რომლის 1% გაღებას საკუთარ მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე მათ ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსი ავალდებულებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.