ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ინდოეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ასოციაციასთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.
როგორც ოკუპირებული რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, აღნიშნული ხელშეკრულება აფხაზეთსა და ინდოეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.
ინდოეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ასოციაცია 400-ზე მეტ სავაჭრო ასოციაციასა და სავაჭრო-სამრეწველო პალატას აერთიანებს.
მასალის გამოყენების პირობები