Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/DSC057832.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ვახუშტი ფარცვანიამ ზუგდიდის ელიტის ნაწილი მოღალატეებად გამოაცხადა (ვიდეო)
დღეს, „სახალხო პარტიის” ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატმა  ვახუშტი ფარცვანიამ ზუგდიდის ელიტის  ნაწილი მმართველი პარტიის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და ქალაქის მოღალატეებად გამოაცხადა. „საზოგადოების დიდმა ნაწილმა, პედაგოგებმა და საზოგადოება „ზუგდიდელის“ ხელმძღვანელობამ, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მათ ხელი არ აიღეს ჩვენი რეგიონის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ  ქმედებებში მონაწილეობისგან. ისინი აქტიურად მფარველობენ ბნელ ძალებს და მონაწილეობას იღებენ ხვალინდელი დღის დასამარებაში. ამიტომ, დღეიდან მათ მტრებად და მოღალატეებად ვაცხადებ“, - თქვა ვახუშტი ფარცვანიამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ,  „მოღალატეების“ პერსონალურ სიას გამოაქვეყნებს და მათ წინააღმდეგ სამოქალაქო ფრონტს დაიწყებს. საზოგადოება „ზუგდიდელის“ თავმჯდომარის მოადგილე მურმან ნაჭყებია, ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატს, ვახუშტი ფარცვანიას შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებისგან თავშეკავებას ურჩევს. „ვახუშტი ფარცვანიას თუ რამე უნდა, „ზუგდიდელის“ კარი ყველასთვის ღიაა. დავჯდეთ ვისუბროთ, ვიკამათოთ ცივილიზებული ფორმით და არა უნდა ვესაუბროთ ერთმანეთს ასეთი განცხადებებით. მინდა ასევე ავღნიშნო, რომ არავის საქმე არ არის, მე ვის დავუჭერ მხარს. მე მხარს ვუჭერ სამართლიანობას, რადგან ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში სამართლიანობა დამკვიდრდეს“, - თქვა რადიო „ათინათთან" საუბარში მურმან ნაჭყებიამ. „სახალხო პარტიის” ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატმა  ვახუშტი ფარცვანიამ ზუგდიდის ინტელიგენციის ნაწილს რამდენჯერმე მოუწოდა თავი შეეკავებინათ სახელისუფლო პარტიის მხარდაჭერისგან. მან აღნიშნული მოთხოვნით, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში, ბრიფინგი 3-ჯერ გამართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.