ფოთში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მყოფი თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა საწარმო "აისბერგ 2"- ს ესტუმრა. ეს საწარმო იმ ჩამონათვალთა ნუსხაშია, რომელიც ორი დღის წინ წინ ,,რუსთავი 2"-ის ეთერში, დავით ნარმანიამ კუკავას გადასცა. კუკავა დაინტერესდა თუ როდის გაიხსნა საწარმო. საწარმოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ,,აისბერგ 2-მა" 2005 წელს დაიწყო ფუნქციონირება, 2013 წელს კი შეღავათიანი აგროსესხით ისარგებლა, რომლის შემდეგ შესაძლებელი გახდა ტექნოლოგიური გადაიარაღება და პროდუქციის წარმადობის გაზრდა.
"საწარმო ფუნქიონირებს 2005 წლიდან და არა 2012 წლიდან, აი ეს არის იმ 200 საწარმოდან ერთ-ერთი, რაზეც ნარმანია საუბრობს, რომ წლების წინ არის შექმნილი. ჩვენ, ალბათ ხვალ მარნეულში და საგარეჯოში მის მიერ გამოცხადებულ საწარმოებსაც ვეწვევით. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ როგორ ცდილობს "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ მოატყუოს ქართული საზოგადეობა", - განაცხადა კახა კუკავამ.
დღეს ფოთს "არასაპარალამენტო ოპოზიციის" ლიდერები ფიქრია ჩიხრაძე და კახა კუკავა სტუმრობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები