სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია და პროექტების კოორდინირების სამსახურის წარმომადგენლები, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და 31 მაისს ანაკლიაში ჩატარებული ბიზნეს-ფორუმის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.
კობა ქანთარიამ აღნიშნა, რომ ფორუმის ჩატარების შემდეგ მოკლე დროში უამრავი გამოხმაურება და შემოთავაზება მიიღეს. მან მაგალითად ყაზახეთის ბიზნეს ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტები (ბეტონისა და საკონსერვო ქარხნების, ამბულატორიისა და სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრის მშენებლობა) მოიყვანა. ასევე,მისი თქმით, უახლოეს მომავალში ზუგდიდში "მაკდონალდსი"გაიხსნება.
გუბერნატორის მოადგილის ინფორმაციით,გარდა ჩამოთვლილისა კიდევ არის მემორანდუმები და ბიზნეს-შემოთავაზებები. შეხვედრის დასასრულს შეკრებილებს ბიზნეს -ფორუმის ამსახველი 20 წუთიანი ფილმი უჩვენეს.
მასალის გამოყენების პირობები