„სახალხო პარტიის” ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ვახუშტი ფარცვანია ზუგდიდის რაიონის მოსახლეობას მიმართავს და გონივრული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს. ფარცვანიამ ამომრჩევლებისადმი მიმართვა ჟურნალისტებს დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ოფისში გააცნო.
„ჩვენ მრავალგზის მოგვატყუეს, დაგვამცირეს და აბუჩად აგვიგდეს! დაკვეთილი პოლიტიკის შემსრულებელი და კერძო ინტერესებით მომართული მთავრობები მერამდენედ გვაყენებენ შეურაცხყოფას! თავიანთი სამარცხვინო საკადრო პოლიტიკით მერამდენედ დაგვცინიან! აბსოლუტურად იგნორირებულია ხალხის ნება!
უთანასწორო ბრძოლაში მოვახერხე ღირსეული საარჩევნო კამპანიის ჩატარება. ყოველგვარი დაფინანსების გარეშე შევძელი ყველა სოფლის ამომრჩევლებისთვის ხმის მიწოდება.
მოგმართავთ გლეხის შვილი გლეხთა სატკივარით, ჩვენი ხვალინდელი დღის უკეთესობისკენ შეცვლის რწმენით: დავამთავროთ პარტიული კუთვნილების მიხედვით საზოგადოების ფენებად დაყოფა და ერთმანეთის გადამტერება. ჩვენ, ჩვენს მიერ არჩეული ღირსეულ გამგებელთან ერთად თუ არ მივხედავთ ჩვენს თავს არავინაა ჩვენი პატრონი.
ნუ დასხდებით სახლებში და ნუ იქნებით პასიურები! თქვან გოლუაფირო! თქვენი თითოეული ღირსეული ხმა თქვენი გამარჯვებისა და თქვენი შვილების მომავლის ხმაა. თქვენ საკუთარი შვილების მომავალს აძლევთ ხმას!
მე მჯერა თქვენი პოლიტიკური გემოვნების, თქვენი ღირსებისა და გონიერების!
თქვენ გაქვთ ღირსეული არჩევანი!“ - ნათვამია ვახუშტი ფარცვანიას მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები