„ჩიქოვანი-გოგოხია მოგიწოდებთ დახუროთ სლოტ-კლუბები“-ამ ლოზუნგით მოძრაობა "სამეგრელოს ხმის" ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ, „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ მერობის კანდიდატ ირაკლი ღურწკაიასა და გამგებლობის კანდიდატ ციცინო შენგელიასთან ერთად „ატრიუმთან“ აქცია გამართა. „თქვენ ანადგურებთ ზუგდიდის ახალგაზრდობას, ძალიან ბევრი ოჯახი გაუბედურდა და ბევრმა ახალგაზრდამ მოიკლა თავი,-„აღნიშნა ციცინო შენგელიამ.
„ზუგდიდს სჭირდება ჯანსაღი ახალგაზრდობა, ჩვენ ვითხოვთ ზუგდიდის კინოთეატრი დაუბრუნდეს ახალგაზრდებს, ეს ადგილი უნდა იქცეს კულტურული თავშეყრის ცენტრად“-განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ. მერობის კანდიდატმა ირაკლი ღურწკაიამ პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის იქნება პირველი ადამინი, ვინც სათამაშო სლოტ-კლუბების წინააღმდეგ გაილაშქრებს.
მასალის გამოყენების პირობები