დღეს, “ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის, გამგებლობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში, სოფელ კახათის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ამომრჩევლებს თავიანთი საარჩევნო პროგრამა გააცნეს და გონივრული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდეს.
„თუ თქვენ მოგბეზრდათ ის რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება და თვლით, რომ ეს უსამართლოა, მაშინ მხარი ჩვენ დაგვიჭირეთ“,- უთხრა კახათელებს “ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა რუსუდან პაჭკორიამ.
მასალის გამოყენების პირობები