განათლების მინისტრი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად მის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. განცხადება ამის შესახებ თამარ სანიკიძემ ზუგდიდში გააკეთა.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გია ვოლსკის განცხადებით კი, ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირების სამსახურიდან წასვლის შესახებ განმარტება საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს.
გუშინ თანამდებობები ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა აბაშიძემ, მისმა ორმა მოადგილემ და გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები