სამეგრელოში, მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანზე, სოფელ დოშაყეში ინციდენტი მოხდა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გრიგოლ ბართაიას ინფორმაციით, დილის 06.00 საათზე უბანს შეიარაღებული პრიები დაესხნენ თავს და საარჩევნო დოკუმენტაცია გაიტაცეს.
მომხდართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. ამასთან, შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა.
მასალის გამოყენების პირობები