2012 წელს გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრები ანაკლიაში, #32 საარჩევნო უბანში შეიჭრნენ საარჩევნო ყუთი დაამტვრიეს და კენჭისყრის პროცესი ჩაშალეს.
გაუჩინარებულის დედა ცინარა აბულაძე აცხდებს, რომ იგი დღემდე ელოდა გამოძიების პასუხს, თუ რა დაემართა მის შვილს.
"ვიცი, რომ ჩემი შვილის საქმე გამოძიებულია და არ მეუბნებიან სიმართლეს, ამიტომ ჩავშალე არჩევნები, ჭორებს რომ მეუბნებიან არ მაინტერესებს მითხრან სიმართლე"-ამბობს აბულაძის დედა.
მისივე განმარტებით მისი შვილის გაუჩინარებაში დამნაშავე მალხაზ პაჭკორია ტთილისში გადაიყვანეს სამუშაოდ და მას მფარველობენ.
ცნობისთვის, ანაკლიის მკვიდრი გოგიტა აბულაძე სახლიდან 2012 წლის 18 ივნისს გავიდა. ის სამსახურში, სასტუმრო „ანაკლიის“ მიმართულებით წავიდა, სადაც ინჟინერ-ტექნიკოსად მუშაობდა. აბულაძის გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ მშობლებმა სახლში, მისი წერილი შემთხვევით იპოვეს, სადაც წერია: „გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ“. აბულაძის ახლობლები აცხადებენ, რომ წერილში ნახსენები მალხაზ პაჭკორია, სამეგრელო-ზემო სვანეთში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი მალხაზ პაჭკორიაა.
მასალის გამოყენების პირობები