დღეს, 11 საათზე, ზუგდიდის რაიონის გამგებლობის კანდიდატმა, თენგიზ გუნავამ, საკუთარი არჩევანი სოფელ რუხის 66-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.
იგი უბანზე სამ მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად მივიდა.
გუნავამ დღეს,ანაკლიაში #32 საარჩევნო უბაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი:
" პრემიერ- მინისტრმა დაიწყო ამ გაჭირვებული ოჯახების გამოყენება წინასაარჩევნოდ, ეს მიზანმიმართული ქმედება იყო, იცოდნენ, რომ ზუგდიდში, მითუმეტეს ანაკლიაში ჩვენ ძალიან დიდი რეიტინგი გვქონდა."-აღნიშნა გუნავამ.
მისივე თქმით, ფლობს ინფორმაციას, რომ მსგავსი ქმედებების განხორციელება ანაკლიის სხვა საარჩევნო უბანზეც იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები