მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანი გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი უკვე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მარტვილის მე-16 უბნიდან გატაცებული ბიულეტენები დალუქულ მდგომარეობაში იპოვეს საარჩევნო უბანთან ახლომდებარე ტერიტორიაზე და მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება დაგვიანებით გაეხსნა მე-16 საარჩევნო უბანი.
გარდა ამისა, ეკა აზარაშვილის განცხადებით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ანაკლიის 32-ე უბანზე დაამტვირეს სარჩევნო ყუთი. მისი თქმით, ცესკო და ზუგდიდის საოლქო კომისის წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას.
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. პროცედურული ხარვეზების უმეტესობა ადგილზე იქნა აღმოფხვრილი", - განაცხადა ეკა აზარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები