საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ხმა ზუგდიდის მეათე საჯარო სკოლის შენობაში გახსნილ 30-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
როგორც მან აღნიშნა, არჩევანი "კოალიცია ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის ირაკლი გოგოხიას სასარგებლოდ გააკეთა,რადგან გოგოხია მერისთვის საჭირო თვისებებს ფლობს,თავდაცვის მინისტრმა აქვე დასძინა, რომ იგი ძალიან მომთხოვნი ამომრჩეველი იქნება.
ანაკლიაში საარჩევნო უბნის გაუქმებასთან დაკავშირებით ალასანიამ დასმულ შეკითხვებს თავი აარიდა.
მასალის გამოყენების პირობები